აჭარაში უძრავი ქონების გაყიდვების 24% - რუსეთის, 20% - საქართველოს, ხოლო 6% ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. ამის შესახებ ინფორმაცია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
2024 წლის აპრილში ჩავატარეთ 5 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომელთაც მიმდინარე სამშენებლო პროექტები აჭარაში აქვთ.
შედეგებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში დაწყებული უძრავი ქონების პროექტებში არსებული ბინებიდან მხოლოდ 20%-ია გაუყიდავი, ხოლო 2020-2021 წლებში დაწყებულ პროექტებში არსებული ბინებიდან 60% მთლიანად გაყიდულია.
აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-2024 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან,“ - აღნიშნულია კვლევაში.