პარლამენტთან ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტთან ახალგაზრდები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ.

მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლეს მე-12 კლასელებმაც, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს განათლების სამინისტროსთან აპროტესტებდნენ.

ახალგაზრდებმა პარლამენტთან ბანერი გაშალეს წარწერით: “მომავალი ჩვენია”. ამასთან, შეკრებილები სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს”, “საქართველო”.

პარლამენტის მიმართულებით მსვლელობით მიემართებიან სტუდენტებიც, რომლებიც სამედიცინო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილი.

რუსთაველის გამზირზე განლაგებულია პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.