თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N17 და N18 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ეს სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში ტერიტორია ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
მისივე თქმით, მოეწყობა საბავშვო მოედანი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
„ვაკის რაიონში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ნუცუბიძის IV მიკრორაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.