ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.