საიდან შემოდის და რა ჯდება იმპორტირებული თევზი

2024 წლის 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ახალი და გაცივებული თევზის იმპორტი 20,7%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-აპრილში ქვეყანამ 265.2 ტონა (2,321 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, 2023 წლის 4 თვეში - 334.7 ტონა (3,204 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება კონკრეტულად აპრილის მაჩვენებლებს, წელს ერთ თვეში 81.4 ტონა (648.4 ათასი აშშ დოლარი) თევზის იმპორტი განხორციელდა, წინა წლის აპრილში - 83.5 ტონა (750.2 ათასი აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, აპრილში, 1 კგ იმპორტირებული თევზის საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 8 აშშ დოლარი იყო, გასულ წელს 9 აშშ დოლარი.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც საქართველომ თევზი წელს აპრილში შეიძინა:

  • თურქეთი - 66.05 ტონა (385.3 ათასი აშშ დოლარი)
  • ნორვეგია - 14.85 ტონა (255.1 ათასი აშშ დოლარი)
  • ნიდერლანდები - 280 კგ (4 130 აშშ დოლარი)
  • შრი-ლანკა - 180 კგ (2000 აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 50 კგ (1 840 აშშ დოლარი)

ნინი ქეთელაური