თბილისის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონას მოაწყობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამასთან, მათივე ცნობით, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები იქნება, კერძოდ გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი, ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ. ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები.
„სტუმრებს აქ 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.
რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, არჩილ ჯორჯაძისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩების მიმდებარედ გასტრონომიული ფესტივალი, კულინარიული მასტერკლასები, სომელიეს მასტერკლასი ტრადიციული ღვინის სახეობებისა და კერძების თანხვედრის შესახებ, ასევე ელექტრონული მუსიკის ლაივ-შოუები გაიმართება.
მაყურებლის წინაშე 11:00-დან 22:00 საათამდე წარდგებიან: DJ DONA, DJ KASHIA , DJ JASHKI, DJ JUKA, DJ ALEX და DJ GREKOFF.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სცენაზე 13:00-დან 16:30 საათამდე შეფების - თემო კარდენახიშვილის, სოსო ჯაბანაშვილის, ლუკა თოდუას და თორღვა გოგოჭურის, ასევე კონდიტერ თამუნა წიკლაურის კულინარიული მასტერკლასები გაიმართება.,
17:00-დან 17:40 საათამდე სომელიეს მასტერკლასი - „ქართული ღვინის ისტორია და ტრადიციები" გაიმართება, რომელსაც სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი და 2018 წლის საუკეთესო სომელიე თამაზ თამაზაშვილი გაუძღვებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.