პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან იაფად

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გვთავაზობს 30-ზე მეტი მიმართულებით დაბალბიუჯეტურ ავიარეისებს, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი რეისების უმეტესობა, ევროპის მიმართულებით ხორციელდება, აღსანიშნავია, რომ ფრენები ქუთაისიდან აზიის არაერთი მიმართულებითაც სრულდება.

პირდაპირ რეისებს ასრულებენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Wizz Air, Belavia, Air Astana, FlyArystan. ყველასთვის კარგად ცნობილი უნგრული ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან ფრენებს ასრულებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ბერლინი, ბარსელონა, ბუდაპეშტი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, აბუ-დაბი და მრავალი სხვა. ავიაკომპანია ბელავია პირდაპირ ფრენებს მინსკის მიმართულებით გვთავაზობს, Air Astana კი ასრულებს რეისებს ქუთაისიდან აქტაუსა და ატირაუს მიმართულებით, ხოლო ავიაკომპანია ფლაიაირსტანი, ალმაატაში გვთავაზობს ფრენებს.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან თურქულმა ავიაკომპანია Pegasus - მა დაიწყო რეისების შესრულება ქუთაისის აეროპორტიდან სტამპოლის მიმართულებით. Pegasus -ი იმის გარდა, რომ გვთავაზობს პირდაპირ ავიამიმოსვლას ქუთაისი სტამბოლის მიმართულებით, ასევე გვაძლევს საშუალებას, სტამბოლის გავლით დავუკავშირდეთ მსოფლიოს უამრავ წერტილს.

03ab2026-5f5b-492d-a8a6-c16edc8e71af-1716546114.jpg

ასევე, შეუძლებელია ჩვენი ბლოგი Wizz Air -ზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდების გარეშე დავასრულოთ. იგი არის ევროპული ავიაკომპანია, რომელიც მართავს უახლეს Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებს, რაც, თავს მხრივ, მის უსაფრთხოებაზე მიანიშნებს.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არსებული ავიაკომპანიებს შორის, ვიზეარი არის ერთ-ერთი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში, ყველაზე მეტ ადამიანს გადაუხადა ფრენის კომპენსაცია დაგვიანებული ან გადადებული ავიარეისისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია FlyHelp ავრცელებს, რომელიც მგზავრთა უფლებებს იცავს.

661799fe-4cd7-4355-be12-a2769c4fcd35-1716546180.jpg

საბოლოოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ ფრენები ქუთაისიდან ყველაზე იაფად, ავიაბილთების წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაში გამოგივათ. სხვა მსგავსი რჩევები კი, შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში იხილოთ “ როგორ შევიძინოთ ავიაბილეთი იაფად “.

რატომ არის მოგზაურობა აუცილებელი?

მოგზაურობა ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სიამოვნება!

ეს პროცესი ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას. სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობა აფართოებს თქვენს პერსპექტივას. ახალი გარემოსა და სიტუაციებში მოხვედრა, აძლიერებს ადაპტაციის უნარს. მოგზაურობა ხშირად გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას, ასევე, თვითდაჯერებულობის განვითარებას.

ისტორიული ადგილებისა და მუზეუმების მონახულება, უზრუნველყოფს ისტორიისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ უშუალო ცოდნას. უცხო ქვეყანაში მოგზაურობა ხელს უწყობს სხვადასხვა ენების გაუმჯობესებას.

მოგზაურობას დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვისაც. გარემოს შეცვლამ და რუტინისგან თავის დაღწევამ, შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სტრესის დონე. ახალი ადგილების შესწავლა, ხშირად მოიცავს სიარულს, ლაშქრობას ან ფიზიკურ აქტივობის სხვა ფორმებს. ახალი გამოცდილება და გარემო ასტიმულირებს ტვინს და ხელს უწყობს კოგნიტურ ჯანმრთელობას.

ამ დადებით მხარეებთან ერთად, მოგზაურობა გთავაზობთ შანსს, სცადოთ ახალი აქტივობები, დააგემოვნოთ განსხვავებული საკვები და დააგროვოთ გამოცდილება, რომლებსაც შესაძლოა თქვენს ქვეყანაში ვერ გამოცადოთ. მოგზაურობისას გამოწვევების გადალახვა, როგორიცაა უცნობ ადგილებში ნავიგაცია, აყალიბებს თავდაჯერებულობას.

ამრიგად, მოგზაურობა მრავალმხრივი გამოცდილებაა, რომელიც ამდიდრებს ადამიანის ცხოვრებას მრავალი გზით!

რა თქმა უნდა, იაფი ფრენების მოძებნაში, avia.ge სრულიად უფასოდ დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ ავიაბილთები ონლაინ ყოველთვის ყველაზე იაფია!

(R)