ისტორია გვიჩვენებს, რომ სიმდიდრიდან სიღარიბეში გადასვლა ძალიან რეალური პერსპექტივაა.
საკონსულტაციო ფირმა Williams Group-ის თანახმად, მდიდარი ოჯახების 70% ქონებას კარგავს, როდესაც მას მეორე თაობას გადასცემენ, ხოლო მომდევნო თაობები 90%-მდე ქონებას ფლანგავენ.
ამის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ რამდენიმე ისტორიას, როდესაც მემკვიდრეებმა მიღებული მილიონები ბოლო დოლარამდე გაფლანგეს:
თორი სპელინგი
თორი სპელინგმა 2006 წელს, მამისგან მემკვიდრეობით 800,000 დოლარი მიიღო, რაც დღეის მდგომარეობით 1.2 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
დედამისის თქმით, თორი დიზაინერების მაღაზიაში ერთი ვიზიტისას საშუალოდ 60 000 დოლარს ხარჯავდა. ხარჯავდა ფულს მოგზაურობაში, ძვირადღირებულ ნივთებსა და მდიდრული ცხოვრების წესში. საბოლოოდ, 2019 წლისთვის თორი ვალებში აღმოჩნდა და დაევალა გადაეხადა American Express საკრედიტო ბარათზე გახარჯული 88,246,55 აშშ დოლარის დავალიანება.
2023 წელს, კალიფორნიის საგადასახადომ მას 96,000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. დღეს თორი სპელინგი მეუღლესთან განქორწინების პროცესშია და საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს.
ჯონ ჰერვი, ბრისტოლის მე-7 მარკიზი
მოდელი ლედი იზაბელა ჰერვისა და სოციალისტი ლედი ვიქტორია ჰერვის ვაჟმა, ბრისტოლის მე-7 მარკიზმა ჯონ ჰერვიმ, 1975 წელს, 21 წლის ასაკში მემკვიდრეობით მიიღო, დაახლოებით 34,9 მილიონი აშშ დოლარი.
20 წლის განმავლობაში ჰერვიმ თავისი ქონება ნავთობში, უძრავ ქონებაში და ფერმერობაში წარმატებული ინვესტიციებით გაზარდა, მაგრამ ნარკოდამოკიდებულებამ, სუპერქარებზე და უკონტროლო ფულის ხაჯრვაისკენ მიდრეკილებამ მისი გაკოტრებაც გამოიწვია.
მან მოგვიანებით აღიარა, რომ ათწლეულზე ნაკლებ დროში კოკაინსა და ჰეროინზე 9 მილიონი დოლარი დახარჯა. ორჯერ დააპატიმრეს ნარკოდანაშაულისთვის და დეპორტირებული იქნა ავსტრალიიდან.
1990-იანი წლების დასაწყისისთვის ჰერვი პრაქტიკულად, გაკოტრებული იყო.
ვალებში ჩაძირულმა მე-7 მარკიზმა მემკვიდრეობა მიჰყიდა National Trust-ს. ჰერვი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორინ ო'კონორი: 105 მილიონი დოლარი მემკვიდრეობა
პოლიტიკოსი მორინ ო'კონორი სან-დიეგოს საკრებულოში იყრიდა კენჭს, როდესაც სწრაფი კვების ქსელის Jack in the Box-ის დამფუძნებელს, თავის მომავალ მეუღლეს რობერტ ო. პეტერსონს შეხვდა. მათ 1977 წელს იქორწინეს.
1986 წელს ო'კონორი აირჩიეს სან-დიეგოს მერად. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1994 წელს, ო'კონორმა მემკვიდრეობით მიიღო დაახლოებით 105 მილიონი დოლარი.
2000-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ახლო მეგობრის გარდაცვალებამ ის დეპრესიაში ჩააგდო. ამის გამო აზარტულ თამაშებზე გახდა დამოკიდებული. ამის გარდა, 2011 წელს ტვინის სიმსივნე დაუდგინდა.
2013 წელს ო'კონორს ბრალი წაუყენეს ფულის გათეთრებაში, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მან 2,1 მილიონი დოლარი აიღო გარდაცვლილი ქმრის არაკომერციული ორგანიზაციიდან, რათა დაეფარა კაზინოს დავალიანება.
წყარო: lovemoney.com