საქართველოს IT სექტორმა შარშან 892 მილიონი დოლარის ექსპორტი უზრუნველყო - Galt & Traggart

საქართველოში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორი 2022 წლიდან სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია IT-ზე. ეს სექტორი ძირითადად თავის მომსახურებას საზღვარგარეთ ყიდის. 2023 წელს ექსპორტმა დაახლოებით 892 მილიონი დოლარი შეადგინა- ინფორმაციას Galt & Traggart-ი ავრცელებს.

IT სექტორის ბრუნვა 2023 წელს დაახლოებით 2,4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ძირითადად ეს განპირობებული სწორედ ექსპორტის სერვისებით იყო. ამ ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი (26%) გავიდა აშშ-ში, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).

ზრდის მიზეზი 2020 წელს საგადასახადო შეღავათებიც გახდა, მაგრამ განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო კომპანიებმა და IT ექსპერტებმა საქართველოში გადმოსვლა დაიწყეს. სხვა რამ, რაც ამ ზრდას უწყობს ხელს, არის ინტერნეტის დაბალი ხარჯები, ცხოვრების დაბალი ხარჯები სხვა პოპულარულ ადგილებთან შედარებით.

2023 წელს IT სექტორში დაახლოებით 30200 ადამიანი მუშაობდა, 2021 წელს დაახლოებით 5000 ადამიანი იყო. საშუალო ხელფასი ამ სფეროში დაახლოებით 6940 ლარია, რაც 2021 წლიდან გაორმაგდა.

IT სექტორში დაახლოებით 24 117 კომპანიაა, მათგან 72 დიდი ან საშუალო ზომისაა. სხვა კომპანიების უმეტესობა უცხოელი პირები არიან, რომლებიც მარტო მუშაობენ.

თორნიკე მაისაშვილი