2023 წელს 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა

2023 წელს 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული თანხა სულ 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გადანაწილდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში 46 000 ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ თითქმის 1 მლრდ ლარი შეადგინა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

მერი ტაბატაძე