სახლი, სადაც ფილმი „მარტო სახლში“ გადაიღეს, იყიდება (+ფოტოები)

სახლს, რომელსაც 1990 წლის საშობაო ფილმში „მარტო სახლში“ გამოგონილი პერსონაჟი კევინ მაკალისტერი იცავდა, იყიდება. როგორც Business Insider-ი იუწყება, მფლობელები სახლს 5.25 მილიონ აშშ დოლარად ყიდიან.

სახლი ჩიკაგოდან 20 მილის დაშორებით, ილინოისში მდებარეობს. 1921 წელს აშენებული სახლი 5700 კვადრატული ფუტისაა და ნახევარ ჰექტარზეა განთავსებული. სახლში 5 საძინებელი და 6 სველი წერტილი აქვს.

screenshot-2024-05-26-124917-1716714459.jpg

Business Insider-ის ინფორმაციით, სახლი 1988 წელს აბენდშიენის ოჯახმა 800 000 დოლარად შეიძინა. ფილმის გადაღების დროს ისინი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდნენ. 2012 წელს სახლი ამჟამინდელმა მფლობელებმა, ჯონსონებმა 1,585 მილიონ დოლარად იყიდეს.

sa-1716714540.jpg

Zillow-ზე გასაყიდად გამოტანილ სახლს ძველი იერსახე შეცვლილი აქვს. თუმცა, როგორც The Journal-ს ჯონსონებმა განუცხადეს, გადაწყვიტეს სახლისთვის შეენარჩუნებინათ რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ხაზს უსვამდა საკულტო სცენებს ფილმში „მარტო სახლში“. მაგალითად, ჯონსონებმა ხელუხლებლად დატოვეს შესასვლელი კარი და ცენტრალური კიბე.

screenshot-2024-05-26-124954-1716714563.jpg

მერი ტაბატაძე