თბილისში პარკირებაზე 4 თვეში 5.9 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა დაიწერა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 5 917 214 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 4 801 294 ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 73.431 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 4 თვეში - 68.778 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.