როდესაც ბაზარზე სრულიად ხელოვნურად აჟიოტაჟური მოვლენები მოხდა, ჩვენ ბაზრის დასამშვიდებლად 60 მილიონი გამოვიტანეთ და გავყიდეთ - ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ბაზარს არა მხოლოდ ლიკვიდობას ვაწვდით, არამედ მესიჯსაც ვაწვდით, რომ ჩვენ აქა ვართ, ფინანსურ სტაბილურობაზე ვზრუნავთ და სპეკულაციური განწყობების გაღვივებას შესაძლებლობას არ ვაძლევთ, - აღნიშნული განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გააკეთა.
თურნავას შეფასებით, როგორც წესი ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს და იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს უფრთხილდება, მომავალში საჭიროების შემთხვევაში, იგივეს გააკეთებს.
თურნავას თქმით, რეზერვები ისტორიულ მაღალ დონეზეა.
“ინტერვენციებთან დაკავშირებით ჩვენი სტრატეგიაა, მიზაშეწონილობის შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე ჩარევა და ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა იმ შემთხვევაში, როცა ამას ჩვენ ჩვენი წესები და მიმდინარე ვითარება გვკარნახობს. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ უცხოური ვალუტა.
ბოლო პერიოდის ვითარება და გამყარებული კურსი იძლეოდა საშუალებას, რომ ჩვენი რეზერვების შესავსებად გვეზრუნა, რაც გლობალური და შიდა გამოწვევების ფონზე სრულიად გამართლებულია. მადლობს ეტყვიან ეროვნულ ბანკს, რომ მთელი ეს პერიოდი რეზერვები ზარდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.