2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში 2 801 სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებაა აქტიური. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულიდან 782 სასტუმროს სივრცეში განთავსებულია რესტორანიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი სასტუმრო აქტიურია თბილისში, აჭარასა და იმერეთში. კერძოდ, რეგიონების მიხედვით მათი რაოდენობა ასე გადანაწილდა:
გარდა სასტუმროებისა, საქართველოში საანგარიშო პერიოდში აქტიურია 409 მოკლევადიანი განთავსების სივრცე. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე ბევრი ფუნქციონირებს თბილისში და მათი რიცხვი 138-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა აჭარა 86 დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცით და იმერეთი 48 ობიექტით. დანარჩენ რეგიონებში რაოდენობა ასე გამოიყურება: