საწარმოთა 70% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 94.4%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

ამავე გამოკვლევის მიხედვით, საწარმოთა 72.6% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

ამასთან, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 21.4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს, განისაზღვრა 13.2 %-ით.

როგორც საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული, საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 29.%, ხოლო საწარმოთა 70.0% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

ნინი ქეთელაური