კომპანიები, რომლებმაც ადამიანური რესურსი რობოტებით უკვე ჩაანაცვლეს

რობოტების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო.

დღეის მდგომარეობით რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა და დროსთან ერთად, მექანიკური დამხმარეები უფრო მეტად ინტეგრირდებიან კაცობრიობის ისტორიაში.

კომპანიებმა ადამიანური რესურსების ჩანაცვლება რობოტით რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მაშინ ვერავინ აღიქვამდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და ერთეული შემთხვევები “სერიოზულ სახეს“ მიიღებდა.

McKinsey-ის ანგარიშის მიხედევით რობოტები 2030 წლისთვის 800 მილიონ სამუშაო ადგილს დაიკავებენ, რაც გავლენას მოახდენს გლობალური სამუშაო ძალის მეხუთედზე.

საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან რობოტები სამუშაო ადგილზე?

rob-1717278555.jpg

DHL

DHL-მა რობოტების გამოყენება 2016 წელს დაიწყო.

ლოგისტიკურმა კომპანია Leviathan-მა Rethink Robotics-ის ორი რობოტი სახელწოდებით: Baxter და Sawyer აშშ-ში, თავისსავე საწყობებში გამოსცადა. ჭკვიანი რობოტები ასრულებენ შეფუთვით სამუშაოებს.

rob1-1717278613.jpg

Uber

მგზავრობის აპლიკაცია სან-ფრანცისკოსა და პიტსბურგის გზებზე თვითმართველ მანქანებს უკვე დიდი ხანია ყენებს.

Uber მიზნად ისახავს შეცვალოს ყველა ადამიანი მძღოლი რობოტებით.

rob2-1717278649.jpg

Tesla

ნევადის უდაბნოში მდებარე Tesla-ს Gigafactory თითქმის 100%-ით ავტომატიზირებულია.

ქარხანაში რობოტები ასრულებენ სამუშაოების დიდ ნაწილს. თუმცა ადამიანებისთვის გამოყოფილია 10,000 სამუშაო ადგილი.

rob5-1717278780.jpg

Shisheido

ძვირადღირებული კოსმეტიკური კომპანია Shisheido არის კიდევ ერთი იაპონური კომპანია, რომელიც იყენებს რობოტებს.

ფირმამ 2017 წლის მარტში გამოსცადა ჰუმანოიდური რობოტების გუნდი მის საწარმოო ხაზზე. რობოტები მუშაობენ ადამიანებთან ერთად.

rob4-1717278801.jpg

Amazon

ელექტრონული კომერციის გიგანტმა 2012 წელს Kiva Robotics 755 მილიონ დოლარად შეიძინა. Amazon-ს ახლა მსოფლიოში 100 000 რობოტი ჰყავს, რომლებიც მუშაობენ საწყობებში.

rob7-1717278850.jpg

MasterCard/Pizza Hut

MasterCard-მა გაერთიანდა Pizza Hut-თან და დანერგეს მოლარე რობოტების სისტემა.

ისინი იყენებენ SoftBank-ის ჰუმანოიდურ Pepper რობოტებს, რომლებსაც შეუძლიათ შეკვეთების მიღება, გადახდების დამუშავება და სასადილოების შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

ამის გარდა, Pizza Hut-მა გახსნა კონცეფციის მაღაზია შანხაიში, სახელწოდებით ph+, რომელიც ამაყობს ორი რობოტი მიმტანით.

rob8-1717278884.jpg

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ავტომატიზირებულ დამუშავებაზე სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია გადდაის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტი, McDonald's-ის თბილისის ფილიალებში მომუშავე რობოტი “ქეთოა“.

სიახლე კვების ობიექტმა წინა წელს შემოიტანა და მას შემდეგ რობოტი “ქეთო“ მიმტანად მუშაობს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი