როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების ფასი თბილისში

tbccapital-ის კვლევის თანახმად, აპრილში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა და 679 შეადგინა.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გაზრდილია გაყიდული ძველი ბინების რაოდნეობაც. კერძოდ, წლიურად 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა და გაყიდულია ჯამში 2 514 ბინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაზრდილია როგორც ძველ ბინებზე (3.8%-ით), ასევე ახლებზე (3.4%-ით). ხოლო თვიურად საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის გაიზარდა 3.6%-ით, ძველი ბინებისთვის კი შემცირდა 0.2%-ით.

რაც შეეხება ფასებს, კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ძველი ბინები უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ახალი. კერძოდ, ახალ ბინებში 1 კვ.მ-ის ფასი 1039 დოლარს შეადგენდა, ხოლო ძველის - 1244 დოლარს.

მერი ტაბატაძე