2023 წელს ევროკავშირში 20-64 წლის ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმებულები ძირითად სამსახურში საშუალოდ 36.1 საათი მუშაობდნენ. ინფორმაციას Eurostat-ი ავრცელებს.
აღნიშნულის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე ბევრს, საბერძნეთში კვირაში 39.8 საათს, რუმინეთში 39.5 საათს, პოლონეთში 39.8 საათს, ხოლო ბულგარეთში 39 საათს მუშაობდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიდერლანდი ყველაზე ცოტა, 32.2 საათი იმუშავეს,ნიდერლანდებს რეიტინგში მოსდევს ავსტრია 33.6 საათით და გერმანია 34 საათით.