ნიორი 99%-ით, მწვანილი 68%-ით - რომელი პროდუქტები გაძვირდა მაისში ყველაზე მეტად

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7%-ით განისაზღვრა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ნიორი - 99%
  • მწვანილი - 68%
  • ატამი - 66%
  • ვაშლი - 65%
  • ქლიავი - 57%
  • ჭარხალი - 55%
  • მსხალი 32%
  • ბენზინი 32%
  • მანდარინი 30%
  • ყურძენი 27%

ნინი ქეთელაური