პრაღის მეტროსადგური, Jiřího z Poděbrad-ი რეკლამებისგან გაწმინდეს და იქ რეკლამებს აღარ განათავსებენ, რადგან ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ორიგინალური არქიტექტურული სახით ხილვა ურჩევნიათ.
გასულ წელს სადგურს რემონტი ჩაუტარდა და როცა ხელახლა ურეკლამოდ გაიხსნა, მისი ორიგინალური დიზაინის სილამაზემ მგზავრების უმეტესობა აღაფრთოვანა. კერძოდ, ხალხს მეტად მოეწონა, თუ როგორ გამოიყურებოდა მეტროსადგური 1980-იან წლებში, როცა ის პირველად გაიხსნა.
როცა მეტროს მენეჯმენტმა სადგურზე რეკლამის შემცველი ბილბორდების დაბრუნება დაიწყო, მგზავრების მხრიდან უკმაყოფილების ტალღას წააწყდა, რომლებიც სადგურის „სუფთა“ სახით დატოვებას ითხოვდნენ.
მიტროპოლიტენმა თხოვნა გაითვალსწინა და სარეკლამო სააგენტოსთან, რომელთანაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, მოლაპარაკებები გამართა. მხარეებმა გადაწყვიტეს, რეკლამები სხვა სადგურებზე გადაენაწილებინათ.
მეტროსადგური, Jiřího z Poděbrad 1980 წლის ბოლოს გაიხსნა. მისი კედლები, ჩაღრმავებული წრეებით, ალუმინის ფირფიტებით არის მორთული. სვეტები კრემისფერი მარმარილოთი, ხოლო იატაკი ღია ნაცრისფერი გრანიტით არის მოპირკეთებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ