ბრიტანული ბანკი ტერორისტული ჯგუფების დამფინანსებლებთან მილიარდობით დოლარის ტრანზაქციებშია ბრალდებული - BBC

ბრიტანულმა ბანკმა, რომელიც ადრე ფულის გათეთრებაშიც იყო შემჩნეული, ტერორისტული ჯგუფების დამფინანსებლებთან მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები განახორციელა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ს სასამართლო დოკუმენტებში საუბარია გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკ - Standard Chartered-ზე, რომლის საწინააღმდეგოდაც, ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილი ახალი დოკუმენტები ამტკიცებენ, რომ 2008 წლიდან 2013 წლამდე, ბანკის მიერ, ირანის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით, 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ათასობით ტრანზაქცია განახორციელა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადგინა 9,6 მილიარდი დოლარის სავალუტო ტრანზაქციები უკავშირდება იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ს მთავრობამ "ტერორისტულ ჯგუფებად" გამოაცხადა, მათ შორისაა ჰეზბოლა, ჰამასი, ალ-ქაიდა და თალიბანი.

განცხადებაში ბანკმა უარყო აღნიშნული პრეტენზიები და თქვა, რომ მათი ბრალდებები "სრულიად დისკრედიტირებული იყო" აშშ-ს ხელისუფლების მიერ.

Standard Chartered-ს ადრე საჯაროდ ადანაშაულებდნენ Swift-ზე ტრანზაქციის მონაცემების გაყალბებაში, რათა ფილიალიდან მილიარდობით დოლარი სანქცირებული სუბიექტების სახელით(როგორიცაა ირანის ცენტრალური ბანკი) გადაეტანათ. ბრალდება საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, ჯორჯ ოსბორნი, მაშინდელი კანცლერი ლორდ კამერონის მთავრობაში, ფარულად ჩაერია და სამი თვის შემდეგ, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, არ დაესაჯა ბანკი.

ბანკმა ორჯერ აღიარა ირანისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის ფაქტი( ჯერ 2012 წელს და შემდეგ 2019 წელს) და გადაიხადა ჯარიმა, ჯამში 1,7 მილიარდ დოლარზე მეტi, თუმცა „ტერორისტულ“ ორგანიზაციებსა თუ დაჯგუფებებთან გარიგებების ორგანიზება არ უღიარებია.

თორნიკე მაისაშვილი