ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ჯარიმები წესდება.
კანონის მიხედვით, პროვაიდერებს, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობენ, ჯარიმა შესაძლოა, დაეკისროთ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონების დარღვევის შემთხვევაში.
დადგენილებით განისაზღვრა განსაკუთრებით მძიმე დარღვევები, მძიმე დარღვევები და ნაკლებად მძიმე დარღვევები. თითოეულის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა შემდეგია:
ამასთანავე, თუ ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, რომ დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს, ჯარიმის რაოდენობა 2 000 ლარიდან 40 ათას ლარამდე იქნება.
გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „თუ პროვაიდერის შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა ისეთი დარღვევა, რომლისთვისაც პროვაიდერის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა, ან/და გარკვეული დარღვევა პროვაიდერისთვის ქმნის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სისტემურ რისკს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერი დააჯარიმოს არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა ან/და გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები“, - აღნიშნულია კანონში.
რაც შეეხება ჯარიმის გადახდის პერიოდს, დაჯარიმების შემთხვევაში პროვაიდერმა ან მისმა ადმინისტრატორმა დაკისრებული თანხა 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი იძულებით აღსრულების წესს გამოიყენებენ. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ პროვაიდერი ან ადმინისტრატორი რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან არ გათავისუფლდება.