სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთლების ფასი სულ უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით, ზურიკო დავითაშვილის ფასი 3 მლნ ევრო გახდა (2,5 მლნ ევრო იყო). მანამდე, 6 მლნ ევროთი გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება და 15 მლნ ევრო გახდა, ასევე, 5 მლნ ევრომდე გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.
გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.