აზიის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოში რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია საუბარი.
კერძოდ, 16 აგვისტოდან ავიაკომპანია ნიუ დელი - თბილისი - ნიუ დელის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ავიაკომპანია IndiGo-თან მოლაპარაკებები საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყების მიზნით, 5 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. ავიაკომპანიამ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოში დაიწყო.
ცნობისთვის, 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით IndiGo აზიაში პირველ ადგილზეა.