„საქართველოში და არამარტო აქ, უნდა გამოვყოთ მოსახლეობის არა ტრადიციული სამფენოვანი დაყოფა, არამედ ხუთფენოვანი“, - ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, სოციალური ფენები ნაცვლად მდიდრების, საშუალო ფენა და ღარიბების, უნდა იყოს შემდეგი 5 ფენა: ღარიბები, ღატაკები, საშუალო ფენა, შეძლებულები და მდიდრები.
„მდიდართა კატეგორიას საქართველოში შინამეურნეობების 5-7% მიეკუთვნება. ზოგადად, არამარტო საქართველოში, უნდა გამოვყოთ არა ტრადიციული სამფენოვანი დაყოფა, არამედ ხუთი ფენის მიხედვით. მდიდრებსა და საშუალო ფენაში აუცილებლად უნდა გამოიყოს შეძლებულთა კატეგორია, რომლებიც შემოსავლებითა და კეთილდღეობით საშუალო ფენაზე მეტი არიან, მაგრამ მდიდრების კატეგორიაში მათი გაყვანა ნაადრევია. ასევე, საშუალო და ღარიბებს შორის უნდა არსებობდეს ღატაკთა ფენა, რომელთა შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე 50%-ზე მეტია და ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან“, - ამბობს სოსო არჩვაძე.
მისი თქმით, „რაც უფრო მეტად იქნება სტრატიფიცირებული აღნიშნული ფენები, მით უფრო ეფექტური იქნება სახელმწიფოს პოლიტიკა“.