Tasteatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო დრესინგების ასეული განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიბანურმა Toum დაიკავა. მეორე ადგილზეა პერუს Aji criollo, ხოლო მესამეზე სერბების Leskovački domaći ajvar.
ასეულში 3 ადგილი ქართულმა დრესინგებმა დაიკავა. კერძოდ, რეიტინგში ფხალი, ისპანახი და აჯიკა მოხვდა. ფხალი რეიტინგში 26-ე ადგილს, ისპანახი 30-ეს, ხოლო აჯიკა 36-ე ადგილს იკავებს.
„ფხალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც მზადდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფოთლისგან: ისპანახი, ჭარხალი, კომბოსტო ან ჭინჭარი. ეს უნიკალური ნაზავი ბურთულების ფორმისაა და გაფორმებულია ბროწეულის მარცვლებით“, - წერს გამოცემა.
Tasteatlas-ი წერს, რომ ისპანახის ფხალი ქართული ტრადიციული კერძია, რომელიც მზადდება ისპანახით, ნიგვზით, ნივრით, ხაჭოს, წითელი ღვინის ძმრითა და სხვა ინგრედიენტებით.
„რეკომენდებულია ისპანახის მირთმევა ბროწეულის მარცვლებთან ან თხილთან ერთად, უხდება მჭადი და ხაჭაპურიც“, - წერს გამოცემა.
ამასთანავე, მასალაში აჯიკის შესახებ ვკითხულობთ, რომ ესაა ქართული ცხარე პასტა, რომელიც მზადდება მწარე წიწაკით, ნივრით, ნიგვზით, ახალი მწვანილებითა და სანელებლებით.
„იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც არომატიზატორი სხვადასხვა ხორცისა და თევზით მომზადებული კერძებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.