Tasteatlas-მა 100 საუკეთესო სნექის რეიტინგი განაახლა. რეიტინგში პირველი ადგილი ლიეტუვურმა სნექმა Kepta duona-მ დაიკავა, ხოლო ბოლო ადგილზეა გერმანული Bayerische Breze.
ასეულში მოხვდა 2 ქართული სნექი: ხაჭაპური და გოზინაყი. ხაჭაპური რეიტინგში მე-3, ხოლო გოზინაყი 53-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგის პირველი 10 ადგილი ასე გამოიყურება:
- ლიეტუვა - Kepta duona
- აზერბაიჯანი - Qutab
- საქართველო -ხაჭაპური
- იტალია - Panzerotti
- ლიეტუვა - Bulviniai blynai
- ლიეტუვა - Kibinai
- სლოვაკეთი - Zemiakové placky
- საბერძნეთი - Skopelitiki tiropita
- ესპანეთი - Croquetas
- იტალია - Pizzette