უცხოური მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს

მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.

აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:

"ევროპის სახალხო პარტია" - 181;

"სოციალისტები და დემოკრატები" - 135;

"ევროპული განახლება" - 82;

"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" - 71;

"იდენტობა და დემოკრატია" - 62;

"მწვანეები - 53 ;

"მემარცხენეები" - 34;

ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს ირჩევს.