საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაითხოვა პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანოს ახალი არჩევნები თვის ბოლოს გამოაცხადა.
მედიის ცნობით, მაკრონმა ამის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ დაამარცხა.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ შედეგები კატასტროფა იყო მისი მთავრობისთვის და განაცხადა, რომ ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, ხოლო მეორე ტურით კი 7 ივლისს ჩატარდება.