საქართველოს მთავარი ინვესტორი ქვეყანა თურქეთი გახდა - როგორია ქვეყნების ათეული

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის 1-ელ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ლი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.

საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 42.4 მლნ. აშშ დოლარი თურქეთიდან განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ. აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები ­საქართველოში 2024 წლის 1-ელ კვარტალში:

  • თურქეთი - 42.4 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 41.5 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 33.7 მლნ აშშ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 32.3 მლნ აშშ დოლარი;
  • მარშალის კუნძულები - 22.3 მლნ აშშ დოლარი;
  • იაპონია - 19.3 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 13.9 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 12.7 მლნ აშშ დოლარი;
  • მალტა - 11.7 მლნ აშშ დოლარი;
  • დანია - 10.2 მლნ აშშ დოლარი.

447706714-1626031668248349-1137242716855523539-n-1718004795.jpg

თაია არდოტელი