საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 15.5 პროცენტი(31.284 მილიონი დოლარი) დსთ-ის ქვეყნებისგან იქნა მიღებული. 2023 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 37.8 პროცენტით არის შემცირებული. შარშან აღნიშნული ინვესტიციის სიდიდემ 50.305 მილიონი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, დსთ-ს ქვეყნების ხუთეული ინვესტირებული ოდენობის მიხედვით შემდეგი სახისაა:
- აზერბაიჯანი - 12,653 მლნ;
- სომხეთი - 6,604.3 მლნ;
- რუსეთი - 6,380.6 მლნ;
- ყაზახეთი - 4,593 მლნ;
- ყირგიზეთი - 953.5 მლნ.
ცნობისთვის, დსთ-ს ქვეყნებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აზერბაიჯანის შემთხვევაში დაფიქსირდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 20 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.