რამდენი უძრავი ქონება გაიყიდა გასულ წელს იპოთეკური სესხით

MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების აგენტების საქმიანობა არ რეგულირდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს გარემოება არ განიხილება სექტორის მოწყვლადობის დიდ წყაროდ, რადგან მათი როლი უძრავი ქონების გარიგებებში შეზღუდულია, კერძოდ, ნებისმიერი გარიგების რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში.

რაც შეეხება სააგენტოებს, გასული სამი წლის განმავლობაში საქართველოში არსებული უძრავი ქონების სააგენტოების რაოდენობა გაიზარდა, უფრო კონკრეტულად: 2021 წელს მათი რაოდენობა 471 იყო, 2022 წელს - 646, ხოლო 2023 წელს 676 შეადგინა.

ინვესტიციების ნაწილში შემდეგი მონაცემები გვაქვს: 2023 წელს სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 59,7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოში ინვესტიციების საერთო მოცულობის მხოლოდ 3.7%-ია.

„ამასთანავე, 2023 წელს საინვესტიციო ბინადრობა, უძრავი ქონების ფლობის საფუძვლით, მხოლოდ 157 პირის მიმართ გაიცა, ხოლო 68 პირს უარი ეთქვა ასეთი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, უცხოური კაპიტალის ინტერესი ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორის მიმართ მცირეა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საყურადღებოა ისიც, რომ საცხოვრებელი სახლები მოწყვლადია უკანონო შემოსავლის ინვესტირების მიმართ, ვიდრე კომერციული ფართები. სახლის მესაკუთრე ხშირად იცვლება და მისი გადაყიდვაც ადვილია.

„ამას ადასტურებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებები საეჭვო გარიგებების თაობაზე. გარდა ამისა, ბოლო წლებში ფულის გათეთრების საქმეებში სასამართლოს მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული უძრავი ქონების ერთეულებიდან უმეტესობა საცხოვრებელი სახლი/ბინა იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

2023 წელს იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესყიდვის წილმა უძრავი ქონების გარიგებების საერთო რაოდენობაში 47% პროცენტი შეადგინა. კერძოდ, უძრავი ქონების გაყიდვებისა და იპოთეკური სესხების რაოდენობა ასე გამოიყურება:

aa-1718174950.jpg

მერი ტაბატაძე