„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს შესახებ წერს, რომელიც უძრავ ქონებას მალავს.
მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს.
დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება.
აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში მიუთითა.
დარღვევა II: ლევან ნუცუბიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ციცინო ნუცუბიძის ეკონომიური საქმიანობის შესახებ.
დარღვევა III: მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის უძრავი ქონებები:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ლევან ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს.