რომელია ყველაზე მსხვილი ჩინური კომპანიები საქართველოში

მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოში 105 ახალი ჩინური კომპანია დარეგისტრირდა, აქედან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია bpn-ს საქსტატიდან მიაწოდეს.

ამავე მონაცემების მიხედვით, აქამდე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ბრუნვისა და დასაქმების კუთხით, უმსხვილეს კომპანიებს შორისაა „ბაზისბანკი“, ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი და ა.შ.

უფრო კონკრეტულად, ტოპ-10 ჩინური კომპანიის ჩამონათვალი ბრუნვის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო
  • სს Hualing international special economic zone
  • სს ბაზისბანკი
  • შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში
  • შპს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი-ს მუდმივმოქმედი ფილიალი
  • შპს ჩინეთის სარკინიგზო გვირაბის ჯგუფი კო., ფილიალი საქართველოში
  • შპს ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი კომპანიის ფილიალი საქართველოში
  • ჩაინა ჯეო-ინჯინერინგ ქორფორეიშენ
  • ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი
  • ჩინეთის სახელმწიფო შპს სამშენებლო საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალი

რაც შეეხება დასაქმების მიხედვით, ჩამონათვალი თითქმის მეორდება მცირედი განსხვავებით, კერძოდ:

  • გუიჯოუ ჰაივეი ენჯინიარინგ გრუფ კო
  • სს Hualing international special economic zone
  • სს ბაზისბანკი
  • შპს კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში
  • შპს ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23 ქონსტრაქშენ კო-ს ფილიალი საქართველოში

ნინი ქეთელაური