Apple-მა Apple Intelligence დააანონსა - ხელოვნური ინტელექტი ახალი ეპოქისთვის ემზადება?

ტექნოლოგიური გიგანტი Apple, Microsoft-სა და Google-ის შემდეგ AI -სთან თანამშრომლობის საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს გვიზიარებს.

10 ივნისს, მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციის (WWDC) დროს, Apple-მა გამოაქვეყნა განახლებები ოპერაციული სისტემებისთვის მთელ თავის მოწყობილობებზე. მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი სიახლე იყო Apple Intelligence – კომპანიის საკუთრებაში არსებული AI სისტემა.

უკანასკნელი ცნობებით, iPhone-ს, Mac-სა და კომპანიის სხვა მოწყობილობებს AI-ს ბაზაზე მომუშავე ფუნქციები დაემატება.

ხელოვნური ინტელექტი ძალიან მარტივი ხმოვანი ბრძანების შემდეგ, შეძლებს ფოტოების გენერირებას, "ჭკვიან რედაქტირებას" და ემოჯების გენერირებას. მოწყობილობას შეეძლება შეტყობინებების კონტექსტში გარკვევა, მათი დახარისხება, როგორც ელ-ფოსტაზე, ისე სხვა აპლიკაციებში, შეძლებს მესიჯების დაწერას “ლაივ“ რეჟიმში.

მოწყობილობაში ჩაშენებული იქნება ChatGPT-4o, რომელიც თითქმის ყველა სახის დავალებას შეასრულებს. კონფიდენციალურობის დასაცავად მონაცემები ლოკალურად, სმარტფონში იქნება დამუშავებული.

უფრო დეტალურად AI მახასიათებლები მოიცავს:

სისტემას შეეძლება მოახდინოს შეტყობინებების კატეგორიზაცია მნიშვნელოვან და არამნიშვნელოვანებად, ელ.ფოსტის, შეტყობინებებისა და შენიშვნების მიხედვით.

Siri-თან ურთიერთქმედება შესაძლებელი იქნება ბუნებრივი ენით და არა ბრძანებებით.

შეგიძლიათ უბრალოდ უთხრათ Siri-ს: “მიპოვე სანაპიროზე“ და ის თქვენი გალერეიდან შესაბამის ფოტოს გაჩვენებთ, შესაძლებელი იქნება ცვლილებების დაგენერირებაც. ეს ფუნქცია ჩაშენებული იქნება სისტემაში და არ საჭიროებს დამატებით აპებს ან ინტერნეტ კავშირს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათები: შეძლებთ შექმნათ სტიკერები ან სურათები შეტყობინებების აპებში გამოსაყენებლად.

ChatGPT ინტეგრაცია: OpenAI’s ChatGPT ინტეგრირებული იქნება iOS 18-ში, iPadOS 18-სა და macOS 15-ში.

Apple Intelligence-ის ბეტა-ვერსიას შემოდგომაზე, iOS 18-ში, iPadOS 18-სა და macOS Sequoia-ში ჩაუშვებენ. ის მხოლოდ iPhone 15 Pro-სა და 15 Pro Max-ის, ასევე M1-ის ჩიპების მქონე iPad-ისა და Mac-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თეონა რამაზაშვილი