ჩინეთი, ინდოეთი, აშშ - Goldman Sachs-ის პროგნოზით, ასე გამოიყურება 2075 წლისთვის უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნების სამეული.
ზოგადად, Goldman Sachs-ი თავის პროგნოზებს ხშირად არ ანახლებს, თუმცა, ცნობილია იმით, რომ მისი მოლოდინები ღრმა კვლევებს ეყრდნობა, რაც შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის გარანტია და დასავლური ინსტიტუტებიც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფირმის პროგნოზებს.
ხშირად მსგავსი მონაცემებით ხელმძღვანელობენ აბიტურიენტები მომავლის პროფესიის არჩევისას.
Goldman Sachs-ი 2075 წლისთვის ვარაუდობს, რომ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე სტატუსი ჩინეთს აშშ-სთან შედარებით დიდი უპირატესობით გაეზრდება. შემდეგია ინდოეთი და მესამე ადგილს აშშ იკავებს.
რეიტინგი გამოიყურება ასე:
ჩინეთი: 57 ტრილიონი დოლარი
ინდოეთი: 52,5 ტრილიონი დოლარი
შეერთებული შტატები: 51.5 ტრილიონი დოლარი
ინდონეზია: 13,7 ტრილიონი დოლარი
ნიგერია: 13,1 ტრილიონი დოლარი
პაკისტანი: 12,3 ტრილიონი დოლარი
ეგვიპტე: 10.4 ტრილიონი დოლარი
ბრაზილია: 8.7 ტრილიონი დოლარი
გერმანია: 8.1 ტრილიონი დოლარი
მექსიკა: 7.6 ტრილიონი დოლარი
დიდი ბრიტანეთი: 7.6 ტრილიონი დოლარი
იაპონია: 7,5 ტრილიონი დოლარი
რუსეთი: 6.9 ტრილიონი დოლარი
ფილიპინები: 6.6 ტრილიონი დოლარი
საფრანგეთი: 6,5 ტრილიონი დოლარი
ბანგლადეში: 6,3 ტრილიონი დოლარი
ეთიოპია: 6.2 ტრილიონი დოლარი
წყარო: goldmansachs.com