შვედეთის ტყეში შუქნიშანი დამონტაჟდა

შვედეთის პროვინცია დალსლანდის ერთ-ერთ ტყეში შუქნიშანი დაამონტაჟეს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, შუქნიშანი ხეზე არის დამაგრებული და განკუთვნილია ტურისტებისთვის, რომლებიც ბლეზენის მთაზე ადიან. მთას ხშირი სტუმრები ჰყავს, რომლებიც იქიდან ერრის ტბის ხედით ტკბებიან.

იდეის ავტორების აზრით, ადამიანები ტყის შუქნიშანთან აუცილებლად უნდა შეჩერდნენ და მისი ფერების ნათების ტაქტით ისუნთქონ, რომ მთაზე ასვლის შემდეგ მათი სუნთქვის რიტმი ნორმალიზდეს.

აღნიშნული შუქნიშანი მანამდე სტოკჰოლმის ცენტრში იდგა. თუმცა მოდიფიცირების შემდეგ ის მზის ენერგიაზე მუშაობს და ტყეში გადაიტანეს.

შუქნიშანი ტყეში მთელი ზაფხული დარჩება, რის შემდეგაც მოხსნიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ