რამ განაპირობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 64.4%-ით შემცირდა და 201.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია განმარტებული, აღნიშნული შემცირება განაპირობა სააქციო კაპიტალის შემცირებამ (-46.6% წ/წ), რაც გასული წლის მაღალი ბაზით იხსნება (2023 წლის I კვარტალში განხორციელდა Indorama-ს მიერ რუსთავის აზოტის შესყიდვა) და რეინვესტიციის კომპონენტის წლიურად 17.3%-იანმა კლებამ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ტექნიკურად საფინანსო სექტორის ინვესტიციების შემცირებაზე გავლენა ჰქონდა ამერია ბანკის შესყიდვას.

„2024 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ელექტროენერგიის მიწოდება (78.7 მლნ აშშ დოლარი, +21.4% წ/წ), ვაჭრობა (39.5 მლნ აშშ დოლარი, -56.5% წ/წ), ტრანსპორტი & დასაწყობება (38.8 მლნ აშშ დოლარი, -10.4% წ/წ) და დამამუშავებელი მრეწველობა (25.3 მლნ აშშ დოლარი, -88.8% წ/წ). პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ თურქეთი (42.4 მლნ აშშ დოლარი), ჩეხეთი (41.5 მლნ აშშ დოლარი), აშშ (33.7 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (33.7 მლნ აშშ დოლარი)“,- ნათქვამია კვლევაში.

ნინი ქეთელაური