აშშ-მა თურქეთში სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთთან თურქული კომპანიების თანამშრომლობის მიმართულებით ძიება გაააქტიურა. ამის შესახებ “რია ნოვისტის” ანკარის ფინანსური ბაზრის წყარომ განუცხადა.
კერძოდ, რაკი აშშ-ის ბოლო სასანქციო სიაში მხოლოდ კომპანიები შედიან, ამერიკელებს მათ მოგებაზე ზემოქმედება ან ამ მოგების გაკონტროლება მეტად უჭირთ. მითუმეტეს, ეს კომპანიები აშშ-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ გადახდის სისტემებსა და ამერიკულ კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებში არ არიან.
ამასთან, თურქეთი იურიდიულად დასავლურ სანქციებს არ უერთდება, ამიტომ ეს კომპანიები თურქული კანონმდებლობით არ იზღუდებიან, ხოლო რადგან ისინი ბიზნესს არც შეერთებულ შტატებთან აწარმოებენ, მათი საქმიანობა თურქეთში აშშ-ის იურისდიქციის მიღმა რჩება.
ცნობითვის: ახალხან აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და სერბეთიდან ექსპორტის შეზღუდვები მთელ რიგ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს დაუწესა. მათ ანტირუსული სანქციების გვერდის ავლით სათადარიგო საავიაციო ნაწილების შეძენა ედებათ ბრალად. საექსპორტო პრივილეგიებზე დროებით უარის თქმის ბრძანება რუსეთის SkyTechnic-ზე, ასევე, საემიროებში, ჰონგ-კონგში, თურქეთში, სერბეთში, ინდონეზიასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რვა კომპანიასა და მათთან აფილირებულ სტრუქტურებზე გაიცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ