საქართველოდან ფულადი გზავნილების შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში ქვეყნიდან 30.141 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა 31.246 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა, ლიდერობს თურქეთი 21%-ით, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი 14%-ით და რუსეთი 12%-ით.
უფრო კონკრეტულად, ფულად გადარიცხვებში, ქვეყნების ათეული ასეთია:
- თურქეთი - 6.200 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 4.171 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 3.613 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 2.309 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 1.470 მლნ აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 1.203 მლნ აშშ დოლარი
- აშშ - 1.145 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი - 1.117 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 1.009 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 1.000 მლნ აშშ დოლარი
ცნობისთვის, საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, წინა წლის იგივე პერიოდში - 390.240 მლნ აშშ დოლარი.