„საქართველოს გზები“ კახეთის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაციას აქვეყნებს.
ამ ეტაპზე ამ მიმართულებით ოთხი მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს:
- ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი
- საგარეჯოს შემოვლითი გზა
- საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი
- ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზა
ოთხივე პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე 1700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, აქედან 1100-ზე მეტი ადგილობრივია.
პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისიდან კახეთის ტურისტულ ობიექტებამდე მგზავრობის დრო ბევრად შემცირდება და გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება.