იანვარ-მაისში ქართული ღვინის ექსპორტი წლიურად 35.8%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის პირველ 5 თვეში 103.25 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 140.26 მლნ დოლარის.
მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში გაზრდილია ქართული ღვინის ექსპორტი, თვიურად შემცირებულია. 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, კლება 67.2%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, მაისში ექსპორტზე გავიტანეთ 14.08 მლნ დოლარის ქართული ღვინო, აპრილში კი 42.95 მლნ დოლარი.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენ დოლარად გაგვაქვს 1 ლიტრი ქართული ღვინო მსხვილ საექსპორტო ქვეყნებში. ათეულში წარმოდგენილ ქვეყნებში ყველაზე ძვირად ქართული ღვინო ამერიკაში იყიდება, ხოლო ყველაზე იაფად პოლონეთში.
უფრო კონკრეტულად, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: