სამხრეთ კორეა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თავდაცვითი შეთანხმების შემდეგ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ south china morning post-ი წერს.
სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც ღიად დაგმო რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მიღწეული შეთანხმება და ხაზგასმით აღნიშნა ამ შეთანხმების ნეგატიური შედეგები სეულის ურთიერთობებზე მოსკოვთან. პრეზიდენტის იუნ სუკ-იოლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჩანგ ჰო-ჯინმა აღნიშნა, რომ სეულმა შესაძლოა გადახედოს თავის პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთის გაუმართლებელი ნაბიჯების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ფხენიანში სამიტზე. შეთანხმება მოიცავს უსაფრთხოებას, ვაჭრობას, ინვესტიციებს და კულტურულ და ჰუმანიტარულ კავშირებს.
ამასთან, იგი ქვეყნებს ავალდებულებს, რომ თუ რომელიმე ქვეყანა საომარ ვითარებაში აღმოჩნდება, მეორემ უნდა უზრუნველყოს „მის ხელთ არსებული ყველა საშუალება“ დახმარებისთვის.
კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან, რომ შეთანხმებამ შეიძლება ეკონომიკური დახმარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეისთვის ისეთი მასალების მიწოდება უზრუნველყოს, რამაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისა და სარაკეტო პროგრამები გააძლიეროს.
ანალიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს ცივი ომის პერიოდის ალიანსის აღდგენად მიიჩნევს.
პაქტი ასევე ითვალისწინებს, რომ არცერთი ქვეყანა არ დადებს შეთანხმებას მესამე მხარესთან, იმ შემთხვევაში თუ მათი „ძირითად ინტერესები“ ილახება. ამასთან ერთად, შეთანხმება შესაძლოა მოიცავდეს კომბინირებულ სამხედრო მომზადებასა და სამხედრო თანამშრომლობის სხვა ფორმებს.
ამ შეთანხმების გავლენა სამხრეთ კორეასთან რუსეთის ურთიერთობებზე გადამწყვეტია. იმის გამო, რომ სამხრეთ კორეამ უკვე დაუწესა სანქციები რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო, ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთის პარტნიორობის სიცხადე შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი დიპლომატიური შედეგები, მათ შორის რუსეთთან კავშირების შეწყვეტა ან შეჩერება