ამ კვირაში მეორე სატვირთო გემის ჩაძირვის შემდეგ, წამყვანმა გადამზიდავმა ორგანიზაციებმა მთავრობებს მოუწოდეს ჩაერიონ და შეაჩერონ ჰუსიტების თავდასხმები სატვირთო გემებზე წითელ ზღვაში - ამის შესახხებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გემების ასოციაციების კოალიცია, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვების პალატა და მსოფლიო გადაზიდვების საბჭო, ხაზს უსვამენ თავდასხმების სერიოზულ გავლენას გლობალურ ვაჭრობაზე. მათი თქმით, მიმდინარე კონფლიქტმა ეს სატრანსპორტო გზა საკონტეინერო გემებისთვის ფაქტობრივად უსარგებლო გახადა და კომპანიები აიძულა უფრო გრძელი, მეტად ხარჯიანი მარშრუტებით ისარგებლონ. შემოვლითმა კურსმა კი გაზარდა გადაზიდვის ხარჯები და აზიასა და ევროპაში პორტების გადატვირთვა გამოიწვია.
გადამზიდავმა კომპანიებმა გამოქვეყნებულ განცხადებაში დაგმეს აღნიშნული თავდასხმები და გავლენიან სახელმწიფოებს მოუწოდეს დაიცვან მეზღვაურები და ეძიონ დეესკალაციის გზები წითელ ზღვაში.
გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა სამსახურმა დაადასტურა, რომ MV Tutor-ი ჰუსიტების მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად ჩაიძირა.
შეგახსნებთ, რომ ჰუთის მეამბოხეებმა(რომლებიც კავშირში არიან ირანთან) გემებზე თავდასხმები ნოემბერში, ღაზაში ისრაელის ქმედებებზე შურისძიების მოტივით დაიწყეს. ამ მიზეზით გადამზიდავმა კომპანიებმა, როგორიცაა Maersk და Hapag Lloyd, ტრანსპორტირების მარშრუტი გადააკეთეს, რამაც ტვირთების ტარიფის 233%-იანი ზრდა და მნიშვნელოვანი ოპერაციული შეფერხებები გამოიწვია.