სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოში მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსები გამოაქვეყნა. უწეყების ცნობით, 2024 წლის მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსი საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ჯგუფზე 9.3 პროცენტით გაიზარდა, რამაც 1.61 პროცენტული პუნქტი შეიტანა წლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2.2 პროცენტით.
2024 წლის აპრილთან შედარებით ფასები 1.3 %-ით გაიზარდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა შემთხვევში, რამაც 0.4 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ასევე დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე, რომლის ფასების ზრდამაც 4.9 პროცენტი შეადგინა.
მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 11.0პროცენტით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 7.4 პროცენტით.