3 უბანი თბილისში, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფია

2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.

რაც შეეხება ფასებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე ფასები 21.8%-ით არის გაზრდილი 2023 წლის დასაწყისიდან.

„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, დედაქალაქში 3-3 უბანს, სადაც ბინები ყველაზე ძვირი და იაფია.

კვლევის თანახმად, მაისში უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასი 1 კვ. მეტრზე დაფიქსირდა შემდეგ უბნებში:

  • მთაწმინდა - 2 938 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრი;
  • ვაკე - 2 327 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრი;
  • ჩუღურეთი - 1 610 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრი.

რაც შეეხება იაფ უბნებს, მაისში 1 კვ. მეტრზე ყველაზე დაბალი საშუალო ფასი ფიქსირდებოდა:

  • დიდი დიღომი - 963 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრზე;
  • ვაშლიჯვარი - 990 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრზე;
  • სამგორი - 1 018 აშშ დოლარი 1 კვ. მეტრზე.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში ფასები მოცემულია, პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე.

თაია არდოტელი