1-ლი ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა. მანამდე, პრემიერ მინისტრმა განმარტა, რომ პედაგოგებს ანაზრაურება სულ მცირე, 250 ლარით, მაქსიმუმ კი 800 ლარზე მეტით გაეზრდებათ.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენიუსი“ სამინისტროს დადგენილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება მასწავლებლის ხელფასის დაანგარიშება.
განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ პედაგოგის სახელფასო სარგოს ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტი განათლება და კვალიფიკაცია იქნება . კერძოდ:
გარდა ამისა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დამოკიდებულია სამუშაო შტაჟზე. უფრო კონკრეტულად,
თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სახელფასო სარგო გაიცემა 15 საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, ხოლო კვირაში 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
რაც შეეხება მასწავლებლის ხელფასს, ჩატარებული საგაკვეთილო საათების მიხედვით, კვირაში 96 ლარიდან 2325 ლარამდე მერყეობს. კერძოდ:
1 საათი - 96 ლარი, 2 საათი - 192 და ა.შ. აღნიშნული გაანგარიშება, კვირაში საგაკეთილო 25 საათი 2,350-ლარიან ანაზღაურებას გულისხმობს.
გარდა ამისა, მასწავლების სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სახელფასო სარგო იქნება შემდეგი:
ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში, განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით, ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში კი, საათობრივი დატვირთვის პროპორციულად.
დადგენილების მიხედვით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატი განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: