კანადის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური ჩარევის შეკავებას, გამოძიებას და დასჯას ისახავს მიზნად - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიუხედავად შეშფოთებისა, რომ კანონმდებლობა არ არის საფუძვლიანად შესწავლილი და პოტენციურად შესაძლოა შელახოს ძირითადი თავისუფლებები, კანონპროექტი მაინც იქნა დამტკიცებული.
პარლამენტარების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის ბოლო მოხსენებაში ხაზგასმულია საგარეო ჩარევის მასშტაბების ზრდა, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან, რომელთა სამიზნეც კანადაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებია.
ფედერალური კანონპროექტი, რომელიც ცნობილია როგორც C-70, ისეთ უცხოური ჩარევის სპეციფიკურ დანაშაულებებს ითვალისწინებს, როგორიცაა პოლიტიკურ პროცესებზე ფარული ზემოქმედება და უცხოური გავლენის გამტარებელთა ყალბი საბაბით დახმარება.
კანონპროექტი კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურს უფლებას აძლევს მიიღოს სენსიტიური ინფორმაცია, რათა გაზარდოს ქვეყნის დავდაცვისუნარიანობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. გარდა ამისა, გამჭვირვალობის რეესტრი ფიზიკური პირებისგან მოითხოვს უცხოურ სუბიექტებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება დაარეგისტრირონ.