საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა 206.622 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რაც მთლიანი ექსპორტის( 2.274 მილიარდი) 9 პროცენტს შეადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი 26.975 მლნ ლარის ექსპორტი ბულგარეთში განხორციელდა, შემდეგ ნიდერლანდებში( 23.882 მლნ), პოლონეთსა(21.670 მლნ) და საფრანგეთში(18.956 მლნ).
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 1.628 მილიარდი დოლარის იმპორტი განახორციელა, სალდომ კი -1.422 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ოფიციალური ცნობით, საქართველომ იმავე პერიოდში, 1.518 მილიარდი დოლარის ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში განახორციელა, რაც მთლიანი ექსპორტის 66.8 პროცენტს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს დადებითი სავაჭრო სალდო 211.247 მილიონი აშშ დოლარი აქვს.
ექსპორტის მიხედვით ტოპ ხუთი ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება: