2024 წლის მაისში თბილისში 3 197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორთა შეფასებით, ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე.
„გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაზე დაყრდნობით, გთავაზობთ, დედაქალაქში 3-3 უბანს, სადაც ყველაზე მეტი და ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში.
კვლევის თანახმად, მაისში მთლიან ბაზარზე გაყიდული ბინების ყველაზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა შემდეგ უბნებში:
დიდი დიღომი - 639 ბინა გაიყიდა ;
საბურთალო - 543 ბინა გაიყიდა;
სამგორი - 495 ბინა გაიყიდა.
3 უბანი კი თბილისში, სადაც ყველაზე ნაკლები ბინა გაიყიდა მაისში იყო:
მთაწმინდა - 57 ბინა გაიყიდა;
ვაშლიჯვარი - 67 ბინა გაიყიდა;
ვაკე - 69 ბინა გაიყიდა.